ექსპერტი გია აბაშიძე გიორგი მარგვრლაშვილს პრეზიდენტის კომპეტენციას ახსენებს.

მისი თქმით, სასჯელის გადავადება პრეზიდენტის პრეროგატივა არაა და მას სასამართლო წყვეტს.

“გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი. მრჩევლების დამსახურებით ისეთ სისულელეებს არ აკეთებდა, რაც ახლაც იკადრა.

სასჯელის გადავადება არაა პრეზიდენტის კომპეტენცია, ამას სასამართლო წყვეტს. ეს ელემენტარულია და ამას იურიდიული განათლებაც კი არ სჭირდება. კატასტროფაა გერქვას ვითომ ოპოზიციონერი და მუდმივად სიბრიყვეებს ავრცელებდე”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკში”.

ცნობისთვის: ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილზე რომ იყოს, სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.

გაზიარება