„საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„განვიხილეთ არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”, – აღნიშნავს პრემიერი.