,,თუ ამ მოცემულობას ვიღებთ, რომ დევით კრამერს უყვარს საქართველო და ის თავს ესხმის და პირდაპირ მოუწოდებს ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესდეს, ასეთი ტოლობის ნიშნის დასმა, უბრალოდ, არ შეიძლება”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, თუ ადამიანს უყვარს საქართველო და ის, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ეს ქართველი ხალხისთვის გაუგებარი იქნება.
,,ეს უხერხულია. ამას საზოგადოებას ვერ ავუხსნით ჩვენ, – რომ ვინმეს უყვარს საქართველო და, მეორე მხრივ, ეს ადამიანი მოგვიწოდებს ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები. იმ ადამიანს, რომელიც სრულად ჩამოშორებულია პოლიტიკას, არანაირი ბიზნეს საქმიანობა არ გააჩნია საქართველოში, უფრო მეტიც – საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილშიც კი არის გადასული.
საერთოდ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მაინც მიზანმიმართულად მიდის მორიგი იერიში, რომ როგორმე ჩირქი მოსცხონ ამ ადამიანს და საერთოდ, საქართველოს. მეტ კომენტარს ალბათ ამაზე ვერც გავაკეთებთ”, – განაცხადა ამილახვარმა.

გაზიარება