საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციას ეხმაურება.
ის ასევე იხსენებს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს.

„დღეს სექტას ზეიმი აქვს. სისხლის სუნმა გააღვიძა ლეშიჭამიები. როგორი “სევდიანი” პოსტებია, როგორი დასკვნებით გაფორმებული – რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების ბრალია, რა “დალაგებული” ქვეყანა “დაუნგრევიათ”. დღეს ამუშავდება მათი მედიაკოშმარი. ვინაიდან საქართველოსთვის მსგავსი ტრაგედია მართლაც გაუგონარ იშვიათობას წარმოადგენს – მათ სიუჟეტებს მეტი სიმძაფრე რომ შევძინოთ, დავეხმარები ცოცხალი მაგალითებით იმ “დალაგებული” ქვეყნიდან, სადაც მსგავს მოვლენებს ყოველკვირეული ხასიათი აქვს, სამწუხაროდ…

2021 წელს, აშშ-ში დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების 693 ფართომასშტაბური შემთხვევა, როდესაც დაიღუპა 44 ათასზე მეტი ადამიანი. იგი 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10,1%-ით აღემატება.

2022 წელს ლოს-ანჯელესიდან, იქ 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, მშობლიურ ბირმინგემში (ინგლისი) საცხოვრებლად დაბრუნდა მსოფლიო როკ-ვარსკვლავი Ozzy Osbourne-ი, რომელიც აშშ-ს დაემშვიდობა შემდეგი ფრაზით: “გული მერევა იმ შეგრძნების გამო, რომ აქ ყოველდღე კლავენ ადამიანებს. უფალმა უწყის, რამდენი ადამიანი იქნა დახვრეტილი სკოლებში. ან ეს მასობრივი სროლა ვეგასში, კონცერტზე… არა, ეს სიგიჟეა”.

უფლებადამცველი ორგანიზაცია “Mapping Police Violence-ი” ანგარიშით – 2021 წელს პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა 1 124 უდანაშაულო ადამიანი.

საგარეჯოში კი, ამაღამ, დაიღუპა ერთი გმირი პოლიციელი, რომელიც საკუთარი სხეულით მშვიდობიან მოსახლეს გადაეფარა – მაშინ, როდესაც:

მედია რესურს “USA TODAY-ის” თანახმად, 2015 წლიდან პოლიციელების მხრიდან მოკლულ იქნა 6 300 ადამიანი, მაგრამ დაპატიმრებულია მხოლოდ 91 ოფიცერი, ანუ მკვლელების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 1%.

ამ სტატისტიკის თანხლებით, ოპომედიის დღევანდელი საინფორმაციო “არმაგედონი” გაცილებით უფრო რეიტინგული იქნება…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქართველიშვილი.

გაზიარება