საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა.
შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე, მის შედეგებსა და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს; მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე.
ალან გილამმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელოს.

გაზიარება