„ზოგადად, გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება – ამ კვლევას ყველა უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც, საბოლო ჯამში, არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას, დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი ხალხისთვის არაფერი მოაქვს.

„რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად, რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე რიცხვების გამოქვეყნებას, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით ან აღქმით არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა? რამდენიმე არჩევნებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული რიცხვები აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ამიტომ, არც კი შევიდოდი ამ რიცხვების ანალიზში, რადგან ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ეს რიცხვები არ არის სწორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება