„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს დააწია ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდათ – ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს. ვნახოთ, ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, ეს მათი გასარკვევი საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი, ერთიანობაში, არ ცვლის არაფერს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ პარტიაში ღირებულებების არარსებობა.
„პარტია, რომელიც საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი, ოპოზიციიდან ზუსტად იგივე ჰონორით და მისწრაფებებით მოქმედებს. სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. იქნება იმ მხარდაჭერის ამარა, რაც აქამდეც ჰქონდა და ყოველთვის იქნება ამ ჭრილში დამარცხებული, რადგან ისინი დემოკრატიული მმართველობის მარტივ პრინციპებს არ აღიარებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.