პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესსა და უნეტარესს ილია ll-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

“ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი.

საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ, განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი, ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს.

მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას!”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუკში”.

გაზიარება