„ევროპარლამენტის რეზოლუციის ამ ტექსტს და იმ ნაწილებს თუ ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში, შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, – როცა ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი.
სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის სიმართლედ დარჩება, ტყუილი ყოველთვის ტყუილი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.