„ვინც ჩამორჩება საქართველოს ევროპული მომავლის მატარებელს, იმას ქართველი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მისამართით.

„ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ასე ვმოქმედებთ. თავისთავად, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს და ამას კეთილსინდისიერად ვაკეთებთ.

როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას (ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას), ისინი იღებენ ქართველი ხალხის სათანადო ნეგატიურ პასუხს და ეს კიდევ ერთხელ გამეორდება. ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე და ახლა სხვა პასუხი არ იქნება. ზუსტად იმას მიიღებენ, რასაც აქამდე იღებდნენ. საქმე იმაშია, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი ვერ სწავლობს იმ გაკვეთილებზე, რომელიც, 2012 წლიდან მოყოლებული, ცხრაჯერ იწვნიეს საკუთარ თავზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება