“ბიჭო, რა ტვინი გაღუნეთ ამ მიშაზე “პოსტებით”. არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, მაგრამ რანაირად ივიწყებთ იმას, რაც მან ჩაიდინა? ქოჩრის გასწორებას რაღა უნდა, შე კლოუნო! როგორი მანიპულატორი ხარ და ხალხიც ეგრევე აატირე”, – ასე აფასებს “ფეისბუკის” მომხმარებელი ზაკო მჭედლიშვილი სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას.
“აწამებენ? კი, როგორ არა. ორი პულტი უჭირავს კაცს ხელში და ყოველ დღე დედას შეაქვს მისთვის საჭმელი. გაუგონარი წამებაა, ღმეთმანი. მართლა რომ აწამებდნენ, ვერავინ დამასწრებდით თანაგრძნობას მისდამი, იმიტომ, რომ არ უნდა დაემსგავსო იმას და არ უნდა ჩაიდინო ის, რასაც სხვას უწუნებ”, – წერს მჭედლიშვილი.
“პიჯაკების საქმეზე ასამართლებენო. თქვენ ბიუჯეტის ფულის მოპარვა ნაკლები დანაშაული გგონიათ?! ან – საზღვრის უკანონო კვეთა?! თუმცა, მე აგვისტოს ომის გამო გავასამართლებდი, აგვისტოს თაკარა მზისქვეშ უპატრონოდ დაყრილი გვამებისა და თბილისში იმ გვამებზე მოცეკვავე და მოხტუნავე მომღერლების გამო, როცა დედების კივილი აპობდა ცას.
გავასამართლებდი დევნილთა კორპუსში მცხოვრები დათოს გამო, რომელიც 14 წლის იყო და 6 წელი იმიტომ მისცეს, რომ სკოლის დარბაზიდან სკოლის სტადიონზე ბურთი გამოიტანა სათამაშოდ.
გავასამართლებდი იმის გამო, რომ საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი პრობაციონერი იყო. შენ ხომ გესმის, ეს რას ნიშნავს?!
19 წლის ნიკას გამო გავასამართლებდი, რომელიც დედას სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გამოატანეს ციხიდან – კვდებოდა და იმიტომ. და ერთ საღამოს კაცის ღრიალმა წამოყარა მთელი სოფელი ფეხზე – ბიძა აპატიოსნებდა ნიკას სხეულს და ადგილი არ ჰქონდა უვნებელი. მცხეთის ერთ-ერთი სოფლის ამბავს გიყვები. ნიკა ჯართის მოპარვის გამო იჯდა. ომის ვეტერანი ბიძა ნიკას სხეულმა ააბღავლა.
გავასამართლებდი კასრის კადრების გამო, სადაც ყველას უღებდნენ, უსმენდნენ – ერთმანეთის ცოლებსაც კი.
გავასამართლებდი აგვისტოს ომის მერე რუსული ინვესტიციების მოზიდვისთვის, – რომ ფულს სუნი არა აქვს.
არ კვდება, ნუ გეშინიათ. მაკრონის გარეგნობა არასოდეს ჰქონია მაგას. თმას შეიჭრის, წვერს გაიპარსავს და ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე კუჭის დაპატარავებამდე იყო. სამიდან ერთ-ერთი ცოლი რანაირად არ მიხედავს ?! ხოდა, მოდი, იდი * ეხლა თქვენი მიშაიანად, საკუთარ ტყავზე სანამ არ გამოცდით, მანამდე რომ ვერ გრძნობთ ვერაფერს, ეგ ხალხი. თურმე, აქ ვერ უმკურნალებენ ის ექიმები, აქ რომ ჩამოვიდნენ, და უნდა წაიყვანონ მაინც და მაინც. ამდენი ხალხი გააუბედურე. დაჯე, რა, მოიხადე, რაც მოგცეს. რას წკმუტუნებ, * “, – წერს ზაკო მჭედლიშვილი.