„ე.წ. კრიტიკული მედია და ვითომ უფლებადამცველი არასამთავრობოები მთლიანად გადართულნი არიან იმ ტალღაზე, რომ შეასრულონ “ნაცების” დავალება – რაც შეიძლება, დაძაბონ საზოგადოების ნერვები და სცადონ, ეს დაძაბულობა ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართონ. არახალია“, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის – ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ე.წ. არასამთავროები და კრიტიკული მედია ნებისმიერ ამბავს ისე ფუთავს, რომ ხალხს ხელისუფლების უუნარობის შთაბეჭდილება დარჩეს.
მისივე თქმით, საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და პროვოკატორებს მხოლოდ რაღაც უაზრო შეშფოთება რჩებათ ხელში.
„მწყემსი გაგნას სინდრომი ქართულ კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო სექტორში.
ბოლო მაგალითი კი ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერის გარდაცვალება იყო.
მათ თავიდან ამ თემის “აწევა” და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართვა სცადეს – “სად არის საელჩო?”, “რას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი?” და სხვა ჩამოწერილი მოთხოვნების აფრიალება დააპირეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ბელგიის პოლიციას ამ საქმეში ვერ გარევდნენ და მაშინვე მიივიწყეს.
შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა, მსგავსი ტრაგედია საქართველოში რომ მომხდარიყო. დაიყრებოდა “რეზოლუციები”, “დასკვნები”, დაანონსდებოდა აქციები.
არადა, ამ ვითომდა გულდათუთქულებს, რეალურად, მხოლოდ “სენსაცია”, შეშფოთება” და გრანტი აინტერესებთ – ზუსტად ისე, როგორც მევახშეს – გაჭირვებული ადამიანის მიერ გადასახდელი პროცენტი. დამთავრდა ამ მედია და უფლებადამცველი მევახშეების დრო.
აღარ ენდობა ხალხი მათ აღგზნებულ გამოსვლებს და მატყუარა მწყემს გაგნას დღეში არიან“, – წერს გაბრიჭიძე „ფეისბუკში“.

გაზიარება