საზოგადოებრივი მოძრაიბა “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ნაცებს” თავადაც არ სჯერათ მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობის.

“გიული ალასანიას ამ ჩანაწერმა სალომე სამადაშვილის პრივატული საუბარი გამახსენა, “ქართული ოცნების” დეპუტატზე რომ ამბობდა, დავარცხნილი ევროპელიაო. სინამდვილეში ეს არის ყველაზე მთავარი – “ნაცებს” თავადაც არ სჯერათ იმის, რასაც მიკროფონთან იძახიან მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე. თავადაც კარგად იციან, რომ ამ ხელისუფლებისთვის მთავარი ეროვნული ინტერესია. იმიტომაც ამბობს დედაგიული, რომ რუსებს არ უნდათ ბიძინა…”- წერს “ფეისბუკის” გვერდზე ქართველიშვილი.

გაზიარება