„ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მანკიერ ქმედებებს ახორციელებენ, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური ძალის აგენტები”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს ორგანიზაციების – „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება.

„სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები. ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი მოქმედებენ უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად. ამაზე საზოგადოებამ ფართო ინფორმაცია მიიღო ამ კანონპროექტის საფუძველზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება