ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი პიმენ ყურაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სისხლში მძიმე მეტალების განსაზღვრასთან დაკავშირებით უარს ეხმაურება.
როგორც ექიმი “ფესბუკის” საკუთარ გვერდზე განმარტავს, მძიმე მეტალი სისხლში ან შარდში უნდა ინახოს, რომ იმსჯელო შემდგომ მის ტოქსიურობაზე.
მისივე თქმით, თმის ან ფრჩხილის ანალიზი არ არის რეკომენდებული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ვერ იმსჯელებ მის ტოქსიურობაზე ან რამე გავლენაზე კლინიკური მდგომარეობის მხრივ.
ამასთან, ყურაშვილი საკუთარ პოსტს ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციას ურთავს, სადაც წერია, რომ მძიმე მეტალის განსასაზღვრად, თმის ან ფრჩხილის ანალიზი, არ უნდა გაკეთდეს.
“ამის შემდეგ მაინც სისხლის ან შარდის ანალიზი უნდა აიღო და ნახო იქ არის თუ არა ეს მეტალი.
ძალიან სამწუხაროა და საცოდაობაა იმის ყურება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს თუნდაც ციხიდან ვინმეს დასახსნელად ქვეყნის იმიჯიც კი შელახონ ტყუილით, თან უზარმაზარი ტყუილით.
მიშასგანაც მოულოდნელია ამ დონეზე დაცემა. საცოდაობაა ასევე ყველა დანარჩენის ყურება, ვინც თვალს ხუჭავს ნებით თუ უნებლიეთ და თვალებში ეყრება მისთვის განკუთვნილი ნაცარი.
კონსილიუმის ექიმების მიკვირს ძალიან! ასევე ძალიან მიკვირს ყველა დანარჩენი ექიმის ვინც ამას ისმენს და უყურებს! მზად ხართ ყველანი ერთხმად რომ მედიცინაც კი ესეთი პოლიტიკით დააბინძურონ? ხმა არ გაქვთ? სად ხართ და როდემდე აპირებთ ამის მოსმენას? “! – წერს ყურაშვილი.