„რა მოხდა თსუ-ში, სადაც პროფესორები: იაგო კაჭკაჭიშვილი, ზურაბ დავითაშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტუდენტებს შეხვდნენ და მოძრაობის – ,,სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ დაფუძნება დააანონსეს?

როდესაც შეხვედრის წამყვანები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საზოგადოებისთვის ცნობილი აქცენტებით განიხილავდნენ, უწყინარი სახით წამოდგა სტუდენტი გოგონა, რომელმაც ასეთი კითხვა დასვა – მაქვს თუ არა უფლება, ვიცოდე, თუ საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები? ვინ აფინანსებს აქციებს?“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისი განცხადებით, სიტყვა „აგენტს“ აპროტესტებს ადამიანი, რომელიც საკუთარ სტუდენტს „დამსმენს“ უწოდებს.

„სტუდენტებით გავსებულ დარბაზში პასუხად აგრესიული რეპლიკები გაისმა და სტუდენტს უთხრეს, დაესახელებინა სახელი და გვარი. ,,მე ერთი კარგი გოგო ვარო“, – თქვა სტუდენტმა ღიმილით… დარბაზმა მისი გაძევება მოითხოვა… დარბაზიდან ერთ-ერთი სტუდენტი ბიჭი გაგდებულ ,,კარგ გოგოს“ გამოექომაგა და ნინო ლომჯარიას მიმართა – ,,შენ რომ იურისტი გერქმევაო“… ბიჭი სტუდენტი გაბრაზებული გავარდა დარბაზიდან… პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიკროფონი ,,იშიშვლა“ და დარბაზს მიმართა: – ,,აი, ეს სტუდენტები (საუბარი იყო გაგდებულ ორ სტუდენტზე) არიან ის სტუდენტები, რომლებიც რეგისტრატურაში მივლენ და არასამთავრობოებს დაგვასმენენ… აი, როგორი სტუდენტები შემოგვეპარნენო…“ დარბაზს არ შეუმჩნევია პროფესორის მხრიდან ხელის გაშვერით აგრესიული საუბარი…

სტუდენტების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება ,,დიდი სოციოლოგისგან“ შეიძლება რაიმე ტრაგედიის დასაწყისიც კი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ იაგო კაჭკაჭიშვილისნაირთა შინაგანი ბუნების სტრუქტურაზე. მისი სიტყვებით, ,,დამსმენ სტუდენტს“ იგი მუსრს დიდი სიამოვნებით გაავლებდა – ისე, რომ წარბს არ შეხრიდა… აი, ვისი უნდა გვეშინოდეს!!!“ – აღნიშნავს აბაშიძე.

გაზიარება