„საზოგადოებას ახსოვს, რომ სანქციების გვერდის ავლაში რუსების დახმარებაში რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას მანამდე ვლადიმირ ევტუშენკოვის გაუგებარ ზარზე მითითებით ადანაშაულებდა. თუმცა, ჰოი, საოცრებავ და მალევე აქაც ამერიკული კვალი გამოაშკარავდა.

გაირკვა, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია და ამის გამო, ის ამერიკულ სანქციებსაც მარტივად გადაურჩა“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისი თქმით,  სანქციებს გადარჩენილი რუსი მილიარდერი ნებისმიერი ამერიკული დავალების შესრულებაზე რომ იქნებოდა წამსვლელი, ამაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება.

„მახვილ თვალს არც ის გამოეპარებოდა, რომ უნიჭოდ დადგმული სკანდალის აგორებისთანავე, ევტუშენკოვმა პირველი ინტერვიუ არა რადიკალური ოპოზიციის რომელიმე მეტნაკლებად რეიტინგულ ტელევიზიას, არამედ კეზერაშვილის სრულიად ურეიტინგო „ფორმულას“ მისცა.

საბოლოოდ, სკანდალის უნიჭოდ შედგენილი გეგმა ჩავარდა და როგორც ჩანს, ამერიკელებმა და კეზერაშვილმა, ალტერნატივის სახით, გემის სკანდალი მოიგონეს. თუმცა, „არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“ და მოგონილი სკანდალის უკან კეზერაშვილის კვალი ამ შემთხვევაშიც იოლად გაიშიფრა.

საბოლოოდ, ამერიკელებისა და კეზერაშვილის მიერ სკანდალის აგორების ორივე მცდელობა მარცხით დასრულდა“, – ააღნიშნავს ფილოსოფოსი.

გაზიარება