„სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ“, –  ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერის – მურმან დუმბაძის განცხადებას, რომლის თანახმად, გირგვლიანი იმ სუფრასთან  მორალურად არ იყო მართალი, ის მოკლული არ არის და ამ საკითხზე რაიმე დოკუმენტს ვერ მოიყვანენ.

„გადავიდნენ “ნეკროშეტევაზე” ეს ამორალური ლეშები.  ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ ეხლა საფლავებიდან საკუთარი “ჯალათ-ბელად-დინის” მიერ ყველა წამებაში დახოცილს.

იტყვიან, რომ შამათავას მოკლული დათო ცინდელიანიც არ უნდა ჩაძირულიყო ფეხებზე ბეტონმიმაგრებული შავ ზღვაში. არც ბუტა რობაქიძე იქნებოდა მართალი იმ “უმწეო” პოლიციელების მიმართ. არც პოლკოვნიკ თეთრაძეს უნდა აღეძრა ჯალათებში საკუთარ დაბადების დღეზე თავისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვდინება. არც “ყავარჯნიან თემურაში” ვნებათა აღზევება უნდა გამოეწვიათ მის მიერ გაუპატიურებულებს…

რომელ მორალზე გველაპარაკებიან? მათ ჰგონიათ, რომ ცოცხლებს წარმოადგენენ. გან-სულიერებულების სიცოცხლე ვის გაუგია… და მათ ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ ოდესღაც გარდაიცვლებიან. ისინი, უბრალოდ, მოკვდებიან. ზეციურ საქართველოში მათ მიერ დახოცილი ქართველების უკვდავ სულებთან გადაკვეთა, უბრალოდ, მაგარი უსამართლობა იქნება“, – წერს „ფეისბუკის“ გგვერდზე ქართველიშვილი.

გაზიარება