„ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვას საგრძნობი ზრდის მიმართულებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული ეროვნული პროდუქტი 2027 წლისთვის გადააჭარბებს 10-ათასიან, ხოლო 2030 წლისთვის – 15- ათასიან მიჯნას (აშშ დოლარებში)“, – წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით.

როგორც სოსო არჩვაძე წერს, აღნიშნული საშუალო წლიური მატება თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას. 

„ფაქტობრივად, აღნიშნული პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე, 2023-2027 წლებში ეკონომიკა    ყ ო ვ ე ლ წ ლ ი უ რ ა დ    გაიზრდება, საშუალოდ, 502 აშშ დოლარით, ხოლო 2028-2030 წლებში – საშუალოდ, კიდევ 892 აშშ დოლარით, ანუ 2023-2030 წლებში, საშუალოდ, ყოველწლიურად, 1029 აშშ დოლარით.

ეკონომიკის  ზრდის ტემპებით საქართველო სამართლიანად იკავებს მოწინავე პოზიციას არათუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ეს კი ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ საშუალოვადიან პერიოდში გადაინაცვლოს საშუალოდან შედარებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში”, – წერს სოსო არჩვაძე.

გაზიარება