სოციალურ ქსელში ვიდეო ჩანაწერი ვრცელდება, სადაც გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობაში შეჭრის გეგმებთან დაკავშირებით საუბრობენ.

“ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის… სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან ღამეს გაათევენ. შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის…  თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება… 2თვის თემაა რაა, მაინც დაამხობენ“, – ისმის ჩანაწერში.

გაზიარება