გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას ეხმაურება, რომლითაც საზოგადოების აქტიური ჯგუფის გარკვეული ნაწილი ცდილობს, კონკრეტული პირები მათთვის მიუღებელი პოზიციის გამო დააბულინგონ.
„სრული მხარდაჭერა ჟურნალისტ გიორგი გვიმრაძეს, პიანისტ ელისო ბოლქვაძეს, ფილოსოფოს ელიზბარ ელიზბარაშვილს. არა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის “ტროიკას” და სხვა “ტროიკებს”. საქართველოში ფაშიზმი და ბოლშევიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს“, – წერს ჭოტორლიშვილი.