სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას გამოცემა “AP-ი” ავრცელებს.

სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით,

დაშავებულია 11 ადამიანი. არიან დაღუპულებიც.

ამ ეტაპზე უცნობია აფეთქების მიზეზი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. თურქეთის ხელისუფლებამ
მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა.

გაზიარება