“ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. სტატისტიკის კუთხით, დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე.
მინისტრმა ეფექტიანი მუშაობისთვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა: რეფორმები, შრომა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარების, კრიმინალის კუთხით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.