„სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათვის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა, კერძოდ, “თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ლამის ქვეყნის გადატრიალების საფუძვლად იქცა, სამართლებრივად სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ დადგინდა და დამტკიცდა.

„2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელს (სპეცრაზმელს) უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი მოქმედების მიზანი საფრთხისგან მისი და მისი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა იყო.

ამ ყოველივეს გასაზიარებლად ევროპულმა სასამართლომ განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა, რაც მათი მოთხოვნისამებრ მყისიერად შესრულდა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათვის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა, კერძოდ, “თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის.

გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესაბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა“.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ მომხდარს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს.

სახელმწიფომ ამ მძიმე დავაში გაიმარჯვა – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა“, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გაზიარება