თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის არის, რადგან დადგინდა რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს, შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, მის სიკვდილზე სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია მუდმივად ცდილობდნენ ამ ტრაგედიით მანიპულირებას, პოლიტიკური ქულების დაწერას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. ახლა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. იმედია, ამის შემდეგ მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება. კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გაძლებას ვუსურვებ”, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ბოჟაძე.

გაზიარება