„სცადეს დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას. სინამდვილეში, ამ ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნათელია, რას ემსახურებიან კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები.

„სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი – თუ არ ვცდები, ბათუმის პორტში იყო ეს. ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე ხდება საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოტანა.
მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება