სტუდენტები კანადაში “რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებენ და კანადის საელჩოსთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
“მეგობრებო, რუსულ კანონს იღებენ კანადაშიც!
ესეიგი რა ხდება, კანადის მთავრობამ ჯასტინ ტრუდოს ხელმძღვანელობით გადაწყვიტა უცხოური გავლენების გამჭირვალობის რეესტრი გააკეთოს.
ეს არ უნდა დავუშვათ. თუ განხილვებიც კი გაგრძელდა, თითოეული ამ კანონის მხარდამჭერი საზოგადოებიდან უნდა გაირიყოს, გამარჯობაც არ უნდა ვუთხრათ.
ვიკრიბებით დღეს, 11:00 საათზე კანადის სავიზო განცხადების ცენტრთან.
ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონის მიღება კანადაში! ” – წერს სტუდენტი საბა მინდიაშვილი.