„ხერსონში უკრებმა მოღალატეები ბოძებზე გააკრეს, “ქოცების” ჩამოცილების შემდგომ ათამდე ბოძი თბილისშიც დაგვჭირდება“, – წერს სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი.

ცნობისთვის: კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს.

გაზიარება