საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას ეხმაურება. ის  ლევან ხაბეიშვილის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული სტატუსის ე.წ. სქრინს აზიარებს და აღნიშნავს:

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ხომ ნახეთ? ქართველმა და გერმანელმა პროკურორებმა „ქოლცენტრების“ საქმეზე კიდევ არაერთი პირი დააკავეს. ეს საქმე, საბოლოოდ, კეზერაშვილთან მიდის.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში, რომელმაც  ასობით ათასი პენსიონერი გააუბედურა, სწორედ ქართველი ოლიგარქი „კეზერა“ დგას… აი, ამის დასტურია ხაბეიშვილის – კეზერაშვილის ხელის ბიჭის აწიკვინება და ისრების სხვაგან გადატანა, მაგრამ ზუსტად იციან ამ ბანდის წევრებმა, რომ ყულფი მათ კისერზე უფრო და უფრო ვიწროვდება და მალე „კეზერას“ ევროპელი პროკურორების საბრალდებო დასკვნას წაუკითხავენ!“

გაზიარება