საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტია “დროას” ლიდერის – ელენე ხოშტარიას მიერ მერიასთან მოწყობილ „კორუფციის გამოფენას“ გამოეხმაურა.
“სანამ ეს 1%-იანი კრემლის აგენტი პოლიტიკაშია, უნდა ვილაპარაკოთ მის რუსულ კავშირებზე.
მიზეზი მარტივია – იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს და ქონებას აგროვებს და, ვითომდა აქ არაფერი, სხვას ამუნათებს “კორუფციისთვის”. იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას! ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის!!!”- წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მეგრელიშვილი.