„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო – საქართველო საიმედო პარტნიორია“, – აცხადებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება; 12- პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა, დეოლიგარქიზაციის კანონი კი ვერ იქნება პერსონიფიცირებული – ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს.
მეგრელიშვილი ყურადღებას ამახვილებს ოლივერ ვარჰეის მისამართით დასმულ კითხვაზე „პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილთან და მედიამენეჯერთან“ დაკავშირებით:
„დასკვნა მარტივია – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს – კანონდამრღვევი კანონდამრღვევია“, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.