“თანდათან ვრწმუნდები გიული ალასანიას ჩანაწერის და ასევე მისი აზრების თუ წუხილების ავთენტურობაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რას იფიქრებდნენ რუსეთში სააკაშვილის აქ დაბრუნებაზე და ხომ არ ჩაუთვლიდნენ როგორც “самодеятельность”,- წერს ექსპეტრი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”.

“რუსეთის სპეცსამსახურებს თავიანთი აგენტურის მიმართ, ერთობ სპეციფიკური მიდგომა ჰქონდათ – თუ ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით შეასრულებდნენ, მაგრამ მაინც “დაიწვებოდნენ,” ეტყოდნენ რომ დოგმატურად მიუდექი ინსტრუქციასო. თუ წარმატებას მიაღწევდნენ, თუნდაც ინსტრუქციის დარღვევით, იტყოდნენ კრეატიულად მიუდგა ინსტრუქციასო”,- წერს ანჯაფარიძე.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი – 2-მა” აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიო ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე საუბრობს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

გაზიარება