„ტრაგედია მოხდა ბელგიაში – გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე. თუმცა, კარგად ნაცნობ ‘’ნაცველზე’’ სიჩუმეა. არავინ არაფერს მოითხოვს. რა, თანამოქალაქის უფლებებზე ზრუნვა სხვა ქვეყანაში არ მოსულა?!”- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბელგიაში გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერის – ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას.

როგორც აბაშიძე წერს, დიდი ხანია, ცხადია, რომ “ნაციონალები” ტყუილითა და საკუთარი ქვეყნის მტრობით ვერაფერს მიაღწევენ.

„ბელგიის პოლიციამ ორი დღის წინ ოფიციალურად დაუდასტურა მედიას ქართველი ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალება. რა მოხდა ანტვერპენში? რატომ მოკლეს ან რით გარდაიცვალა ქართული წარმოშობის ტრანსგენდერი ქალი? ეს ამ დრომდე უცნობია.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა უმცირესობების თემის მიმართ ქართული მედიის ნაწილის და, განსაკუთრებით, ე.წ. უფლებადამცველების ანუ ‘’ნაცენჯეოების’’ ორმაგსტანდარტიანი დამოკიდებულება.

მედიის დიდი ნაწილი ფოკუსირებულია სენსაციაზე, ხოლო “ნაცების” მარიონეტი NGO-ები “თემის აგორებას” პოლიტიკური მიზნებით იყენებენ. ხელისუფლება ხომ უნდა გააკრიტიკონ და ატეხონ უსაფუძვლო, ყალბი ვაი-ვიში?!
თბილისში ან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, გაურკვეველ ვითარებაში ტრანსგენდერი რომ დაღუპულიყო, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ისტერიკა მოხდებოდა “ნაცფლანგზე”. იქნებოდა სხვადასხვა კატეგორიული მოთხოვნა – “გადადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა”, “სისტემა უნდა დაინგრეს”, “ვადამდელი არჩევნები” და ა.შ.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რადიკალთა და მათი მომსახურე მედიისა და მესამე სექტორის ორიენტირი უფლებადამცველობა კი არ არის, არამედ ნებისმიერი თემის სპეკულირებით საქართველოზე ხელისუფლებაზე თავდასხმა და როგორმე მისი გადადგომის მიღწევაა”, – წერს გია აბაშიძე.

გაზიარება