“ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანიმა პარტიების: „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
“ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად. „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არ უნდა მე ვიყო მათი ძალიან მწვავე ოპონენტი, მანამ არ ვაპირებ პოლიტიკად წასვლას, სანამ ისინი პოლიტიკურ ველზე ამა თუ იმ ფორმით არიან.
მიუხედავად ამისა, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.