„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა.

„არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება