„თხევადი გაზის იმპორტი რუსეთიდან რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს“ ,- ამ სათაურით სტატიას გერმანული გამოცემა „Handelsblatt-ი“ აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, გაზსადენებში რუსეთიდან გაზი აღარ მოედინება, თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს მიუხედავად, თხევად გაზს ევროპა ისევ რუსეთიდან ყიდულობს, რაშიც ის ათეულობით მილიარდს იხდის.
„შედარებისთვის: ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტი თხევადი აირი შეისყიდა რუსეთისგან.
ევროკავშირში თხევადი გაზის მოთხოვნის 13% მოდის რუსეთიდან და ეს მოცულობა დრამატულად იზრდება”, – განუცხადა გამოცემას „ICIS-ს” ექსპერტმა ანდრეას შროდერმა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, გერმანიას ჯერჯერობით არ აქვს თხევადი აირის ტერმინალი, ამიტომაც გათხევადებულ გაზს ამ დრომდე ყიდულობს მეზობელი ქვეყნებიდან: საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და ჰოლანდიდან.
ამავე სტატიის მიხედვით, რუსული თხევადი გაზის საფასურად ევროპის ქვეყნები და, ასევე, დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდ თანხებს იხდიან, – მაგალითად, რუსეთისთვის, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 27 მილიარდი ევრო იქნა გადახდილი.

გაზიარება