„ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი – თქვა, – რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო ვაგონი სად ნახა?!“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ პიროვნების სტატუსს, – ნებისმიერმა ადამიანმა, როდესაც მას დანაშაული აქვს ჩადენილი, სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, – „არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ (შეწყალებას), ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება