საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს – გიორგი ვაშაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
„მე მგონია, რომ თქვენ თავმოყვარეობა არ გაქვთ. ძალიან დიდი ბოდიში. ოღონდ, აქვე, გულწრფელად გეტყვით, რომ თქვენ რაც გეკუთვნით იმისათვის, რასაც აკეთებთ ბოლო პერიოდში, მე ამას, უბრალოდ, ვერ ვიტყვი ზრდილობის, კოლეგების პატივისცემის, მედია საშუალებების წარმომადგენლების აქ ყოფნის და საზოგადოების პატივისცემის გამო. ამას გიფიქსირებთ, – გეკუთვნით ასჯერ უარესი, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
“თქვენ რაც გეკუთვნით, ამას ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო” – მამუკა მდინარაძე – გიორგი ვაშაძეს
