“ნაცებო” და სექტის მხარდამჭერო ომის პარტიელებო, ომი იქით იყოს და თქვენ რომ “ხერხემალს” ეძახდით, უშიშარი კაცი რომ გგონიათ და დღემდე გეამაყებათ, დაცვის თანამშრომლების უკან რომ „მაგარი ბიჭი” იყო და ორ გვამს რომ ითხოვდა, იმ ვანო მერაბიშვილისთვის წამოურტყამთ გუშინ ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში. უკანალში კაი გვარიანი წიხლიც მიუყოლებიათ და სულ ასე პანღურის კვრით გაქცეულა კუდამოძუებული”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„ეგაა თქვენი “ხერხემალი”, გაფარჩაკებული და ჩმორი ბედოვლათი. იმდენად მხდალი არსებაა, რომ პოლიციაში გაცხადებასაც ვერ ბედავს, თორემ უკვე დიდი ამბავი იქნებოდა ატეხილი. აბა როგორი გასაბედი და სანახავია, ლეგენდები დადის, მაგაზე იდგა ქვეყანაო და ამ დროს ჩასვრილი რომ გარბის, არ აწყობთ და ხმასაც არ იღებენ. ეგეც თქვენი უძლეველი ვანო“, – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება