„ხალხო, მართლა სად გაიზარდეთ, ვინ ხართ და რა გარემოცვაში ცხოვრობთ? თქვენი ლიფტი, თქვენი სადარბაზო, თქვენი კიბე და კორპუსი რომ თქვენი საკუთრებაა, ეს ახლა გაიგეთ? სახლში ხომ არ მიხვალთ და არ გააფუჭებთ ძალით რამეს?“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„კახი კალაძეს თავს დაესხნენ რადიკალები, – როგორ გაბედე და თქვი, რომ ლიფტები მოსახლეობის საკუთრებააო…
მე აქამდე ვიცოდი, რომ ყველა ადამიანი საკუთარ კორპუსში უვლიდა ლიფტს, ხოლო, დაზიანების შემთხვევაში, მერია ყველანაირად გვერდში უდგას მოსახლეობას. იმ თემიდან მაინც ნუ ცდილობთ ადამიანებზე თავდასხმას, სადაც სიმართლის გარდა არაფერია…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფოჩხუა.

გაზიარება