„რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ, რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახან მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. “ნაცებთან” დაახლოებულმა პროფესურამ, თურმე, აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც, ჯერჯერობით, წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
“შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ – რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ, თურმე, დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ, ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ის აგენტები, “ნასედკები” და ა.შ.
როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი – „ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“ ყველამ თავის თარგზე მოჭრა“, – წერს ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.