,,რა სამარცხვინო სექტად ჩამოყალიბდით… პროვოკაციების იმედად ხართ დარჩენილები. ეს ჯარისკაცობას ამოფარება ახალი ხილია რამე თუ პროვოკაციას რომ მოაწყობთ, პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?’’ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა ,,ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ პროვოკაციასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი – მოქალაქეობის ჩამორთმევას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და არა დეპუტატი ან ფრაქციის თავმჯდომარე…
მეორე – თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს…
სწორად მოიქცა მამუკა მდინარაძე, გასცა საკადრისი პასუხი პროვოკატორს!’’ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება