„თუ ჩვენს მიერ დაანონსებული კანონპროექტები რუსულია, რასაც გუშინ  რადიკალები და მათი ტელევიზიები ამბობდნენ, მაშინ კითხვა დაუსვან იმ სახელმწიფოს საიდანაც თვითონ ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა?“ – წერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

„ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან  დააშორებს თუ დააახლოვებს ?

ჩვენი აზრით დაგვაახლოვებს, რადიკალების  აზრით დაგვაშორებს…..

თუ ამერიკაში და ევროპაში ეს კანონი  კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული ?

თუ ამერიკა და ევროპა იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება ?

პასუხი ერთია …

რადიკალების აზრით საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კარნახით უნდა გაატაროს …

ასეთია მათი გაგებით დემოკრატია, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი

გაზიარება