„ტელეკომპანია “დოჟდის” ამბავი ხომ გახსოვთ, ჟურნალისტის არშემოშვებაზე რომ გაგიჟდა, გადაირია ლЯკა ხოშტარია და ჩვენი გენმოდიფიცირებული ლიბერელიტა? ჰოდა, ლატვიაში ამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუჩერეს… ნეტა, რატომ? თუ „დოჟდი“ ირიბად მუშაობს კრემლზე, ლიბერელიტა, ვინც ჟურნალისტის არშემოშვება გააპროტესტა, პირდაპირ მუშაობს კრემლზე?“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გზააბნეულ აქტივისტებს, მინიმუმ, სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებინებენ, ლიაკა ხოშტარია კი ხელფასს იღებს.

„ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებით სიტყვა „ჩვენის” გამოყენების გამო.
2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, VDD-მ, დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს“, – წერს ქადაგიძე.

გაზიარება