“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელად ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს და ყველაფერს უკავშირებენ კრემლს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ტინი კოქსის მისამართით რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსურდულია.

„ეს არის ტიპური პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს [“ნაციონალური მოძრაობა“] იყენებდნენ. ახლა ოპოზიციიდან არის პროპაგანდა – რაც არ მოსწონთ, ყველაფერზე პრორუსულის იარლიყი მიაკრან. ეს აბსურდია, ამას საზოგადოებაც ირონიით ხვდება და არანაირი რეაქცია არ აქვს ამაზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება