ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის – კელი დეგნანის მიერ დევიდ კრამერის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ტრაგიკომიკური და არაადეკვატურია დეივიდ კრამერის გამართლება და ქართველთა მორიგი გაღიზიანება. კოლექტიური კრამერები და კუბილიუსები არ არიან ის სუბიექტები, რომლებიც მოწონებით სარგებლობენ ჩვენს საზოგადოებაში. სააკაშვილის ღალატის პარტიის ლობისტების ნებისმიერი განცხადება საქართველოს პოლიტიკაზე არის უზნეო ტყუილი”, – წერს აბაშიძე „ფეისბუკის” გვერდზე.