„წალენჯიხის ბაღების უფროსმა ლანა შენგელიამ აპარატის თანამშრომლებზე 100% პრემია გასცა. ეს მაშინ, როდესაც ბაღის 37 თანამშრომელი გაუგებარი მიზეზის გამო გაათავისუფლა“, – წერს ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, წალენჯიხის მერიის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გაერთიანებათა ცენტრის დირექტორის – ლანა შენგელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც ბერდია კალანდია აღნიშნავს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა ბაღის პედაგოგები იმიტომ გაათავისუფლა, რომ აპარატის თანამშრომლებისთვის პრემიები დაერიგებინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდნენ.

გაზიარება