წალენჯიხის მერიის ავტომანქანის ავტოავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომანქანას წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული მართავდა, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება.

ტელეკომპანია “POSTV” ცდილობს დაუკავშირდეს წალენჯიხის მერს ან მის მოადგილეს და უშუალოდ მათთან გაარკვიოს, მართლა ივანე ბურდული მართავდა ავტომობილს, თუ განმეორდა შემთხვევა, როდესაც მერმა ავტოსაგზაო შემთხვევა სხვა თანამშრომელს გადააბრალა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წალენჯიხის ნაციონალი მერი, მერიის კუთვნილი მანქანით ავარიაში ყვება, ივნისის თვეში მას კიდევ ერთი ავტო საგზაო შემთხვევა მოუხდა, რა დროსაც წალენჯიხის მერიის კუთვნილი შავი ფერი ტოიოტას მარკის ავტომობილი დაიმტვრა, თუმცა მაშინ ხარჩილავამ ავტომობილის მართვა მის თანაშემწეს გადააბრალა.

გაზიარება