“წარმატებით დასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში”,- წერს “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გავმართეთ არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან; ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან; ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანტონ ჰოფრაიტერთან.

საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ასევე, ბუნდესტაგში არსებულ ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენი ქვეყნის ურყევ მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანებისაკენ.

დიდი მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ გამოხატული მრავალპარტიული მხარდაჭერისათვის!” – აღნიშნავს ოხანაშვილი.


გაზიარება