“საკუთარი ხელმოწერით პირდაპირ დაადანაშაულეს ქართული ჯარი ამ ომის დაწყებაში. ამას სად გაექცევიან‘’, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავის 2-ის’’ გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში.
,,წარმოიდგინეთ, ომი რომ დასრულდეს ერთ წელიწადში, ან ექვს თვეში და ზელენსკიმ მოაწეროს ხელი, რომ უკრაინის არტილერიამ გახსნა ცეცხლი რუსების მიმართულებით, ყირიმში, ან სადღაც და ამას მოყვა რუსების საპასუხო იერიში. ეს ხომ პირდაპირ ღალატად შეფასდება? რაც იქ შეფასდება ღალატად, აქ რატომ არ არის ღალატი? სად არის აქ ლოგიკა? როგორ შეიძლება, ეს ღალატად არ შეფასდეს? ორი თეორიული ვერსიაა, ან მართლა შენ დაიწყე ეს ყველაფერი და ამიტომ მოგიწია ხელის მოწერა და მეორე თეორიული ვერსიაა, რომ შენ ხარ მოღალატე. უნდა აირჩიონ, ამ ორიდან რომელიც ურჩევნიათ. მაგრამ, ვერცერთ შემთხვევაში, ვერ გაექცევიან იმას, რომ მათ ამ ხელმოწერით ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული. როცა, ამას წერ, წაგებული ომის შემდეგ, რომ შენ გახსენი პირველმა ცეცხლი და ამაზე მოუწია საპასუხო იერიშის დაწყება რუსეთის ფედერაციას, შენ ხარ ან მოღალატე, ან სხვა დანაშაული გაქვს ჩადენილი. ამას ხომ ვერ გაექცევიან. რით გადაფარავენ ამ ყველაფერს? ამაზე მძიმე რა შეიძლება გააკეთო საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე? ერთი წამით, წარმოიდგინეთ, რომ ზელენსკიმ მოაწერა ამას ხელი, ერთ წელიწადში. ეს ხომ არის, ან ღალატი, ან სხვა დანაშაული‘’, – განაცხადა კობახიძემ.
“წარმოიდგინეთ, ომი რომ დასრულდეს და ზელენსკიმ მოაწეროს ხელი, რომ უკრაინის არტილერიამ გახსნა ცეცხლი. ეს ხომ პირდაპირ ღალატად შეფასდება? რაც იქ შეფასდება ღალატად, აქ რატომ არ არის ღალატი?” – ირაკლი კობახიძე 1633 რეზოლუციაზე
